barca.ucoz.com შაბათი, 01.02.2025, 22:37
საიტის მენიუ
სიახლეების განყოფილება
ფილმები [45]
პროგრამები [45]
პრიკოლები [11]
სპორტი [88]
კლიპები [52]
მობილურისთვის [41]
თამაშები [26]
მუსიკები [32]
სურათები [42]
ფილმები ქართულად [29]
მინი-ჩათი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონს საიტი?
სულ პასუხი: 130
მთავარი » 2008 » აგვისტო » 2 » ნიკო ფიროსმანის სურათები
ნიკო ფიროსმანის სურათები
11:11

ნიკო ფიროსმანის სურათები

ნიკო ფიროსმანი (ფიროსმანაშვილი)

იგი დაიბადა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის -კახეთის სოფელ მირზაანში, 1862 წელს, გლეხის ოჯახში. რომელიც მისი დაბადების შემდეგ მალევე საცხოვრებლად გადავიდა სოფელ შულავერში. იქ მამამისი მდიდარ მიწათმფლობელთან დაქირავებულ მევენახედ მუშაობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ბიჭუნა მამის ყოფილმა ბატონებმა აიყვანეს და 1870-იან წლებში ტფილისში (როგორც მაშინ თბილისს უწოდებდნენ) წამოიყვანეს.
დამოუკიდებლად ცხოვრება 26 წლის ასაკში დაიწყო. თვითნასწავლ მხატვარ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა, მაგრამ მალე გაკოტრდა. 1890-1894 წლებში კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი...
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ის მოხეტიალე მხატვარი გახდა.
თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს. და საარსებო საშუალებას თბილისის დუქნებში აბრების, პორტრეტების, ისტორიული პორტრეტების, პეიზაჟებისა დაქალაქის და სოფლის ცხოვრების ამსახველი ჟანრული სცენების ხატვით მოიპოვებდა....თვითნასწავლმა მხატვარმა შექმნა განსაცვიფრებელი და უნიკალური უბრალოებით აღბეჭდილი ნაწარმოებები. ის ხატავდა ყველაფერს, რაც მის წარმოსახვაზე შთაბეჭდილებას ახდენდა...
მან სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია;
ფიროსმანაშვილის შესანიშნავი და ტრაგიკული ცხოვრება სიღარიბესა და გაურკვევლობაში დასრულდა.გარდაიცვალა აღდგომის ღამეს. მისი საფლავი უცნობია.
(ცნობები ნიკო ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ)

კატეგორია: სურათები | ნანახია: 878 | დაამატა: barca | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
სიახლეების კალენდარი
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2025
Website builder - uCoz